"ის ხალხი, ვინც ახლა მიკიჟინებს რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად" - როდის აპირებდა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას?! - კვირის პალიტრა

"ის ხალხი, ვინც ახლა მიკიჟინებს რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად" - როდის აპირებდა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას?!

"არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ეხმაურება, მათ ვინც მის ჩამოსვლას არჩევნებამდე ელოდა.

"დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს, რამდენიმე დღე ამას მოწყვეტილი ვიყავი. ერთი რამ მინდა გითხრათ, წინასაარჩევნო გამოსვლებში არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი. საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხიც, ვინც მიკიჟინებს თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე პირადად მე და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში.

ჩემი პოზიცია ყოველთვის ძალიან ნათელი იყო. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას, შემდეგ უკვე მეორე ტურისთვის ვაპირებდი ჩამოსვლას და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის, ამაზე რეაგირება როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ ვითარებას.

ჩემთვის ერთი რამე დღესავით ნათელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანიპულაციებისა და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 000-ზე მეტი ხმა, ეს არის ძალიან მაგარი ამ რეპრესიებისა და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაცია და გაყალბება, საქართველოში ეს პრაქტიკულად ყველამ იცის. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგაქრის მმართველობის დასუსტების, მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არ შეპუება ამ აფიორასთან და გაყალბებასთან და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით", - ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო