სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილმა საგანმა ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილმა საგანმა ადამიანი იმსხვერპლა

მეტროს სადგურ ”სარაჯიშვილთან” მიმდინარე მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.