სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ პროგრამა - კვირის პალიტრა

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ პროგრამა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალზე „განდაგანა“ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. 28 ოქტომბერს, სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით.

ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

14:00 სოფლის ტურიზმის ფესტივალის გახსნა ცეკვა განდაგანით

14:00 – 19:00 სოფლის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, თემატური კონკურსები

14:30- 18:00 მაღალმთიან აჭარაში წარმოებული რძის პროდუქტებისა და კერძების დაგემოვნება ( კაიმაღი, ბორანო, სინორი, აჭარული მდნარი ყველი , ლუდის ყველი, ყურუთი და სხვა )

15:00-17:00 აჭარის საოჯახო ღვინის მარნების კუთხის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა

16:00 -19:00 ადგილობრივი თამბაქოს დაჭრის და გოდრის დაწვნის პროცესის ჩვენება

16: 30 – 18:30 მასტერკლასი ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში

16:00- 20:00 მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია - დაგემოვნება

19:00 -21:00 ჯგუფი „ASEA SOOL’’

21:00 – 23:00 ჯგუფი „ეგარი’’

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის, დარეკეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე: 577 90 90 93