"ადამიანები ცდილობენ გაიქცნენ სტიქიის ზონიდან" - ორი დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - კვირის პალიტრა

"ადამიანები ცდილობენ გაიქცნენ სტიქიის ზონიდან" - ორი დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში

ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში. უცხოური მედიის ინფორმაციით, პირველი ბიძგის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა, რომელსაც ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. მიწისძვრებს ეპიცენტრი ვისსოს მახლობლად, მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა.

შედეგად დაზიანდა შენობები და დაშავდა ათობით მოქალაქე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები დაზარლებულ რაიონში ჯერ ისევ აფასებენ ვითარებას, ადგილზე სრულად მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 2 თვის წინაც მოხდა. 24 აგვისტოს 6.2 ბალიანი სტიქიის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა BBC- ს განუცხადა: "ადამანები ცდილობენ გაიქცნენ სტიქიის ზონიდან, ვინ ფეხით, ვინ მანქანით მიემგზავრება და თავის გადარჩენას ასე ცდილობს".

ბოლო ინფორმაციით, დანგრეულია არაერთი შენობა, რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

იხილეთ ასევე: "მაპატიე, რომ დავიგვიანეთ" - გოგონა, რომელიც სხეულით გადაეფარა 4 წლის დას და სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

წყარო