არჩევნების მე-2 ტური საქართველოში - კვირის პალიტრა

არჩევნების მე-2 ტური საქართველოში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური, გარდა ამისა, ახალციხეში მერის, ხოლო, ზუგდიდში, ბოლნისსა და ხარაგაულში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება, ასევე იმართება ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნები.

"არჩევნები საერთო ჯამში 2229 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათგან 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042-ს შეადგენს", -აღნიშნა ანა მიქელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"