პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და მოისმინოთ მსოფლიო კლასიკა ორ ენაზე! - კვირის პალიტრა

პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და მოისმინოთ მსოფლიო კლასიკა ორ ენაზე!

"მსოფლიო კლასიკისორენოვანი გამოცემა" საუკეთესოსაშუალებაა იმისთვის, რომ განამტკიცო ენა და ამასთან, ისიამოვნო მსოფლიო კლასიკის კითხვით

წიგნი, რომელიც ორჯერ წაკითხვის ღირსი არ არის, ერთხელ წაკითხვის ღირსიც არ ყოფილა, რადგან კითხვისას უდიდეს სიამოვნებას განიცდი, გიჩნდება სურვილი, კვლავ განმეორდეს ის შეგრძნებები, რაც ამ წიგნმა მოგგვარა - ასე იქმნება და მდიდრდება ლიტერატურული კლასიკაც, საუკუნეებს რომ უძლებს და გადაეცემა თაობიდან თაობას. წიგნისგან მიღებული ეს სიამოვნება ათმაგდება, თუ შესაძლებლობა გაქვს, მსოფლიო ლიტერატურული კლასიკა ორიგინალში წაიკითხო - მაღალი დონის თარგმანიც კი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც ავტორის ენით, მისი სიტყვებითა და ფრაზეოლოგიით გადმოცემული შინაარსია.

წიგნის მოყვარულებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ტრადიციულად მორიგ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სერია "მსოფლიო კლასიკის ორენოვანი გამოცემა" გაიყიდება. თუ ინგლისურის ცოდნის დახვეწა გსურთ, შეგიძლიათ მსოფლიო დონის ლიტერატურა ორიგინალში წაიკითხოთ და თუ რაიმე ფრაზა თქვენთვის გაუგებარი აღმოჩნდა, იქვე, ქართულ თარგმანში კითხვაზე პასუხი მარტივად მოიძებნება. ეს მეთოდი ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თინათინ ფეიქრიშვილი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერი: "პალიტრა L"-ის ეს 12-ტომიანი გამოცემა გამორჩეულია სწავლების ინოვაციური მეთოდით. ეს არ არის მოსაწყენი სავარჯიშოების კრებული, თქვენ ლეგენდარული მწერლების ნაწარმოებებს კითხულობთ და თან უნარებსაც მაქსიმალურად ავითარებთ. რაც მთავარია, აღარ დაგჭირდებათ ლექსიკონი, რადგან ქართული და ინგლისური ტექსტები პარალელურად არის მოცემული. მსოფლიო დონის ლიტერატურის ორენოვან გამოცემასთან ერთად, "პალიტრა L"-ი საშუალებას გაძლევთ, უნიკალური კოდით გადმოიწეროთ და მოისმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერიც, რაც დაგეხმარებათ ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმაში. კოდი მოთავსებულია წიგნის უკანა ყდაზე, რომელიც უნდა შეიყვანოთ "პალიტრა L"-ის საიტზე აუდიოწიგნების სექციაში და ავტომატურად შეძლებთ MP3 ფაილის ჩამოწერას. წაიკითხეთ, მოისმინეთ მსოფლიო კლასიკა და გაიუმჯობესეთ ინგლისურად კითხვის, თარგმნისა და მოსმენის უნარები!

მარიამ იმერლიშვილი, მოსწავლე: - ამ წიგნების მთავარი ხიბლი ის არის, რომ უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ინგლისური ენა საფუძვლიანად შევისწავლო. ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც ენის განმტკიცება და დახვეწა უნდა. საუკეთესო საშუალებაა ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, რათა ორიგინალში ვეზიაროთ მსოფლიო ლიტერატურას ისე, რომ ყველაფერი მარტივად გავიგოთ.

თაკო კალანდაძე, მოსწავლე: - მსოფლიო კლასიკის ორ ენაზე კითხვა ორმაგად საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან კითხვასთან ერთად ვიუმჯობესებთ ინგლისურის დონეს. ამასთან, გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ წავიკითხოთ აუდიოწიგნები, გადმოვწეროთ და მოვუსმინოთ კიდეც.

ნინო ქანთარია, British Council-ის მასწავლებელი: - "მსოფლიო კლასიკის ორენოვანი გამოცემა" თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეებისთვის - მასწავლებლისთვის დამხმარე საშუალებაა, მოსწავლისთვის კი ცოდნის გაღრმავების წყარო. მნიშვნელოვანია, რომ წიგნს ახლავს აუდიოვერსიაც. ინგლისურის მოსმენით კი ენას ყველაზე უკეთ ისწავლით. ამ სერიას სოციალური დატვირთვაც აქვს - გაზარდოს მკითხველის რაოდენობა და ამით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პიროვნების სწორად ფორმირების საქმეში, მკითხველამდე მიიტანოს სწორი, მორალურად და საზოგადოებრივად მიღებული მესიჯები, რითაც დადებით შედეგებამდე მივალთ.

ალექსანდრე პეტრიაშვილი, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ უცხო ენის სწავლის საუკეთესო გზა ორენოვანი წიგნების კითხვაა. მსოფლიო კლასიკის ორენოვანი გამოცემა გიქმნის დამატებით კომფორტს, რომ უცნობი სიტყვები ყოველ წუთს ლექსიკონში არ ეძებო. გარდა ამისა, შეგიძლია საკუთარი ლექსიკონი შეადგინო წიგნის ბოლო ფურცლებზე. რაც მთავარია, აუდიოვერსიის მოსმენა გეხმარება, ისწავლო სიტყვების სწორად გამოთქმა და ინგლისური მეტყველების სწორად აღქმა. ნამდვილად საუკეთესო სერიაა იმისთვის, რომ განამტკიცო ენა და ამასთან, ისიამოვნო მსოფლიო კლასიკის კითხვით.

პ.ს. წიგნები 28 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება და ჩაანაცვლებს პროექტს - "ჩემი საქართველო, ის რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო!"

რუსუდან შელია