"ნემსი და ძაფი ვიყიდე და ახლა თავად ვუკერავ ჩემს შვილს გადაჭრილ ვენებს" - კვირის პალიტრა

"ნემსი და ძაფი ვიყიდე და ახლა თავად ვუკერავ ჩემს შვილს გადაჭრილ ვენებს"

შემაძრწუნებელი ამბავი - რას ჰყვება დედა, რომლის შვილმაც ონლაინკაზინოების გამო სამჯერ სცადა თვითმკვლელობა

"ხანდახან ვფიქრობ, მეც გადავიჭრი ვენებს- და ამით დავამთავრებ ყველაფერს-მეთქი, მაგრამ მერე ჩემი შვილი?! მასზე ფიქრმა მიხსნა- გაგიჟებისგანაც. თუმცა, რახან გიჟი არ ვარ, იმასაც ვხვდები, რომ ერთხელაც იქნება, ჩემი შვილიც ყველაფერს დაამთავრებს და მეც. მაგრამ მანამდე მის გადარჩენას კიდევ ვცდი და ახალ ხელისუფლებას- მივმართავ - ჩემსავით გამწარებული დედები შეიცოდოს და რახან მკვლელი ონლაინკაზინოების დახურვა ვერ მოახერხეს, ჩემი შვილისთანა გაუბედურებულებს შეზღუდვები დაუწესონ თამაშზე"

პირველ რიგში, ეს სტატია ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა უნდა წაიკითხონ. სწორედ მათ ხელეწიფებათ და ეს მათი მოვალეობაცაა, ბოლოს და ბოლოს დაუწესონ საკანონმდებლო რეგულაციები სენს, რომელიც ფაქტობრივად ეროვნულ უბედურებად იქცა - ონლაინკაზინოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება ისეთი ტრაგედიების რაოდენობა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.

ხშირად გადავყრივარ ქუჩაში მოხეტიალე მოხუცს, რომელიც ცოლის ძველ ნივთებს ყიდის. თუ ჰკითხავ, მოგიყვება,- რომ ბინა ონლაინკაზინოებში მოთამაშე შვილიშვილის გამო გაყიდა. იმ სახლში კი ამავე შვილიშვილის სამი მცირეწლოვანი- ბავშვიც ცხოვრობდა. ბავშვები მამამ ნაქი-რავებ სოროში შეყარა, ქირის გადახდა კი ისევ 85 წლის ბაბუას "მიანდო" და ისიც იხდის...

ცოტა ხნის წინ ერთი ცნობილი ექიმის გულახდილმა ნაამბობმა შემძრა. მან შვილებს მაღალკვალიფიციური განათლება მისცა.

ერთ-ერთმა სწორედ ეს განათლება გამოიყენა იმისთვის, რომ ცნობილ კომპანიაში დასაქმებულს ამ ორგანიზაციის ფულით 4 წლის მანძილზე ეთამაშა. ამას ისე ოსტა-ტურად აკეთებდა, ვერავინ იეჭვა, რომ მათი კოლეგა, მათივე ფულით, ონლაინკაზ-ინოში თამაშობდა და კომპანიას ნახევარი- მილიონი ლარი დაადო ვალად. იხილეთ სრულად