აფეთქება ვარკეთილში ავტოფარეხში - დაშავებულია ერთი ადამიანი - კვირის პალიტრა

აფეთქება ვარკეთილში ავტოფარეხში - დაშავებულია ერთი ადამიანი

ვარკეთილში, ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულს დამწვრობის გარდა, მიღებული აქვს თავის ტრავმა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კილინკაში გადაჰყავს.