თინა ხიდაშელმა და ვახტანგ ხმალაძემ "რესპუბლიკური პარტია" დატოვეს - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელმა და ვახტანგ ხმალაძემ "რესპუბლიკური პარტია" დატოვეს

დავით უსუფაშვილის, თენგიზ შერგელაშვილისა და ფრიდონ საყვარელიძის შემდეგ, "რესპუბლიკური პარტია" თინა ხიდაშელმა და ვახტანგ ხმალაძემ დატოვეს.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარტიაში არის უთანხმოება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის მომავალი საქმიანობა.

”არსებობს უთანხმოება იმ დონის, როდესაც ერთად საქმიანობის გაგრძელება მიზანშეუწონელია. მეტის თქმას არ ვაპირებ. ერთს ვიტყვი, ძირითადად ეს ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის შემდგომი საქმიანობა. ჯერჯერობით, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები დაკავებული, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიის დატოვების შესახებ ხიდაშელს განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

”განცხადება დაწერილი აქვს თინათინ ხიდაშელს. ნოდარ ებანოიძეს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცი. ჯერ არ მიგვიღია მისი განცხადება. შეიძლება წავიდეს, შეიძლება არა”.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით