აჭარაში „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი იზრდება - კვირის პალიტრა

აჭარაში „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი იზრდება

აჭარაში რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ხარისხის ნიშნის “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მინიჭება გრძელდება. 1 ნოემბრიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის მესამე ეტაპს იწყებს. ამ ეტაპზე, პროექტში 26 განთავსებისა და კვების ობიექტი დარეგისტრირდა, რომლებიც ტექნიკურ მონიტორინგს გაივლიან.

პირველი ორი ეტაპიდან, აჭარას 46 ხარისხის ნიშნის მქონე სასტუმრო და რესტორანი აქვს, რაც ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, სურსათის უვნებლობისა და ტექნიკური სტანდარტების ხარისხს გულისხმობს.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და უფასოა.

კრიტერიუმები:

ტურისტული ობიექტებისთვის შეთავაზებული კრიტერიუმები დამუშავდა ევროპული Hotel Star Union და Hotrec -ის პრინციპებიდან გამომდინარე. ისინი დაიყო სამ ნაწილად: „სავალდებულო“, „დამატებითი“ და „სასურველი“. ობიექტებს, რომელთაც სურთ მიიღონ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მოეთხოვებათ დააკმაყოფილონ „სავალდებულო“ კრიტერიუმის 100%, დამატებითის - 75% და სასურველის - 50%.

არსებული მონაცემების შედეგად პროექტში სულ დარეგისტრირდა 106 კვებისა და განთავსების ობიექტი.

სტატისტიკა

კვების და განთავსების ობიექტებში წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისობების

გადამოწმებაზე პასუხისმგებელია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის

მონიტორინგის ჯგუფი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებულმა“ ობიექტებმა ხარისხის ნიშნის მისაღებად გაიარეს მონიტორინგის ორი ეტაპი. პარალელურად ისინი შემოწმდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი და ხანძართუსაფრთხოების შემოწმებაზე კომპეტენტური სამსახურების მიერ.

აღნიშნული უწყებებიდან მიღებული დადებითი დასკვნები აუცილებელია იმისთვის, რომ ტურისტულ ობიექტებს მიეცეთ ხარისხის ნიშნის მიღების საშუალება.

პირველ ეტაპზე (01.06.2016) ხარისხის ნიშანი მიენიჭა 18 კვებისა და განთავსების ობიექტს:

მეორე ეტაპი - 01.08.2016

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდა 46 ობიექტი, რომელთა შორის იყვნენ ის განთავსებისა და კვების ობოექტებიც, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ შეძლეს ხარისხის ნიშნის მიღება. მეორე ეტაპზე ხარისხის ნიშანი მიიღო რეგიონში არსებულმა ბრენდულმა სასტუმროებმაც, რომლებმაც პროექტში მონაწილეობით მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტს.

მეორე ეტაპზე (01.08.2016) ხარისხის ნიშანი მიენიჭა 14 კვებისა და 14 განთავსების ობიექტს:

მესამე ეტაპი: 01.11. 2016

მესამე ეტაპის მონიტორინგის პროცესი 1 ნოემბრიდან დაიწყება. ამ ეტაპზე პროექტში უკვე დარეგისტრირდა 9 კვების და 17 განთავსების ობიექტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ 2016 წლის ბოლოს აჭარის რეგიონს 50 „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტი ეყოლება.

აჭარაში, ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge.