ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ვარკეთილში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ვარკეთილში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა

ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. ავტომანქანის მძღოლი გადარჩა და ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე 276-ის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.