რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე?! - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე?!

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 3 ნოემბერს დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი2"-მა  გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყება გვარამიას დღეს საღამოს ჩააბრეს. მათივე ინფორმაციით, გვარამია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზეა დაბარებული.

შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.