"ასეთი გამოხტომებით ვერ შეგვაშინებენ" - ხარკოვში დავით საყვარელიძეს სახეში "ზელიონკა" შეასხეს - კვირის პალიტრა

"ასეთი გამოხტომებით ვერ შეგვაშინებენ" - ხარკოვში დავით საყვარელიძეს სახეში "ზელიონკა" შეასხეს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დავით საყვარელიძის ფოტოსაქვეყნებს  წარწერით:

"დავით საყვარელიძეს, ხარკოვში სტუდენტების წინაშე გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში"ზელიონკა" ("ბრილიანტის მწვანე" - კ.პ.) შეასხეს. როგორც ჩანს, ტიტუშკები აღმერთებენ ჰელოუინს. ღირს ბრძოლა, რათა ყველა დღეს ჰელოუინად არ იქცეს", - წარს სააკაშვილი. (წყარო)

მომხდარის თაობაზე "ფეისბუკშივე" წერს დავით საყვარელიძე:

"ხარკოველი ტიტუშკების პატრონები ეტყობა ფიქრობენ, რომ ამგვარად შესაძლებელია გაგვაჩუმონ მე და ჩემნაირები. ეტყობა მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ აქ ისინი არიან მთავარი და ამ ტერიტორიაზე არ ღირს ცხვირის შეყოფა. მინდა, მათ იმედი გავუცრუო, ჩვენ არ დავნებდებით, ასეთი გამოხტომებით ვერ შეგვაშინებენ, ჩემნაირიები უკრაინაში მილიონებია. (წყარო)