"ირაკლი კობახიძე იქნება ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე... ჩემზეც ამბობდნენ, სად კალაძე და სად ენერგეტიკაო" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე იქნება ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე... ჩემზეც ამბობდნენ, სად კალაძე და სად ენერგეტიკაო"

"პარლამენტის თავმჯდომარეები არ იბადებიან, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე იქნება ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამაზე აქტიურად მიმდინარეობს გუნდში საუბარი", - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას.

მისივე თქმით, კობახიძეს აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება.

"მივესალმები ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობას. ამაზე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი გუნდში. ეს იქნება განხილული პოლიტსაბჭოს ფორმატში, სადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ირაკლი არის განათლებული და პროფესიონალი თავისი საქმის. მან დაამტკიცა პარტიაში საქმიანობით, თუ რა შეუძლია.

პარლამენტის თავმჯდომარეები არ იბადებიან, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს. როდესაც მეც ვინიშნებოდი ენერგეტიკის მინისტრად, ძალიან ბევრი საუბარი იყო ჩემზე - სად კალაძე და სად ენერგეტიკაო. თუმცა, მეც და ჩემმა გუნდმაც დავამტკიცეთ საქმეებით, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ასევე: კალაძე პრეზიდენტად?!