თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სტადიონ ”დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

მათივე განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართალის კოდექსის“ 115-ს მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო იყო.

„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავეები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცი წუხელ ღამით გაიყინა, თუმცა მეორე ვერსიით, ის გულთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა.

აღნიშნული მამაკაცის დაღუპვის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.