“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელებს „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“ - კვირის პალიტრა

“თეგეტა მოტორსის” ახალი შეთავაზება ავტომფლობელებს „მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სეზონურ აქციებს სთავაზობს. „მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის“ კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია: საბურავები 49 ლარიდან, აკუმულატორები 77 ლარიდან, ძრავის ზეთები და ფილტრები 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 26 ლარიდან, ამორტიზატორები 44 ლარიდან, წინა მაშუქის ნათურები 4 ლარიდან, მინის მწმენდები 8 ლარიდან, ანტიფრიზი 7 ლარიდან და ამასთანავე დაიბრუნეთ 10%-მდე გარანტირებული თანხა.

ასევე თუ თქვენ „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში შეიძენთ პრემიუმ ბრენდების Motul-სა და Mobili-ს ძრავის ზეთებს, მიიღებთ შეძენილი ფილტრისა და ზეთის შეცვლის უფასო სერვისს. ზამთრის სეზონზე მეტად მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართული მუშაობისთვის ანტიფრიზი. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში წარმოდგენილია გერმანული წარმოების ანტიფრიზები. თუ არ იცით თქვენს ავტომობილს სჭირდება თუ არა ანტიფრიზის დამატება, „თეგეტა მოტორსში“ უფასოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოწმების სერვისით.

ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება და მასზე უარყოფითად მოქმედებს დაბალი ტემპერატურა, შეიძლება თქვენი ავტომობილი მოულოდნელად არ დაიქოქოს. ამიტომ აუცილებელია მისი შემოწმება, ეს სერვისი კი "თეგეტა მოტორსში" სრულიად უფასოა. გარდა ამისა თუ თქვენ ვერ ახერხებთ ავტომობილის სერვისში მიყვანას, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების უფასო მიტანა - მონტაჟის სერვისით. „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Varta-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს.

უსაფრთხოებისთვის ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა კარგი საბურავებია. „თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა falken, Michelin, Bridgestone და სხვა. აღნიშნული ბრენდების საბურავების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისს გთავაზობთ.

შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.