ნაგავსაყრელზე მამაკაცის ფერფლი აღმოაჩინეს, დაკავებულია არასრულწლოვანი გოგონა - საზარელი მკვლელობა თბილისში - კვირის პალიტრა

ნაგავსაყრელზე მამაკაცის ფერფლი აღმოაჩინეს, დაკავებულია არასრულწლოვანი გოგონა - საზარელი მკვლელობა თბილისში

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში არასრულწლოვანი გოგონას მონაწილეობით შემზარავი მკვლელობა მოხდა.

"კურიერის" ცნობით, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი, რომლის ფერფლიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის გოგონაა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"