ERTAD.GE ლიტერატურის მოყვარულებს ქალაქ ბათუმში ეპატიჟება
აღნიშნულ დღეს ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ იხილონ დოკუმენტური ფილმები ცნობილი მწერლების სახლ-მუზეუმებიდან და კიდევ ერთხელ გაეცნონ მათ შესახებ ნაცნობ და უკვე მივიწყებულ თუ აქამდე უცნობ ინფორმაციას.
ამ დროისთვის ორგანიზაცია „კავკასიონის“ ფონდში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაღებული 4 დოკუმენტური ფილმია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, მომავალში დაინტერესებულ პირებს დოკუმენტური ფილმების სერიებს სხვა ავტორების შესახებაც შესთავაზებენ.
პროექტ „ლიტერატურული ვიდეოტურის“ ფარგლებში ამ ეტაპზე გადაღებულია ვიდეორგოლები სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში (იმერეთი), ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში (სამეგრელო), ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში (ზემო აჭარა), ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში (გურია).
პროექტის მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია დამკითხველის ზრდის ხელშეწყობა.
პროექტის მიზნებია: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ნაკლებადცნობილი ცოცხალი და გარდაცვლილი ავტორებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია;
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე მწერალთა სახლ-მუზეუმების პოპულარიზაცია;
არტ-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ფინანსდება იდეები სპორტის, გარემოს დაცვის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებიდან.
თითოეული პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 2500 ლარია.
ამ დრომდე ERTAD.GE-ს ფარგლებში უკვე 35 პროექტი დაფინანსდა.