,,პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე... იარაღიდან ესროლა" - მკვლელობა ქუთაისში - კვირის პალიტრა

,,პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე... იარაღიდან ესროლა" - მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა ესროლა.

,,პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ თვითმხილველები.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"