კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის? - კვირის პალიტრა

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეს ია მაქაცარია შეცვლის?

"ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ"

მომავალ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა ვეღარ ვიხილოთ კულტურის ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ცოტა ხნის წინ, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგაძეს, "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია შეცვლიდა, თუმცა ინფორმაცია თავად შენგელიამ უარყო. (იხ: "კულტურის მინისტრობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი")

კულტურის მინისტრის კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი ია მაქაცარიაა, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსია.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ია მაქაცარია ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და გუნდური მოთამაშეა.

როგორც მინისტრმა ჟურნლისტებს განუცხადა, მაქაცარიასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, როგორც მერიის წარმომადგენელთან.

მისივე თქმით, ია მაქაცარია აქტიურად იყო ჩართული მერიისა და კულტურის სამინიტროს ერთობლივ ღონისძიებებში.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა გიორგაძეს ია მაქაცარია, მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერი გააკეთებს.

"განცხადებას პრემიერი გააკეთებს. მე ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იხილეთ ასევე: ვინ რჩება მთავრობაში და ვინ დაემშვიდობება მინისტრის სავარძელს?! - მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

"ინტერპრესნიუსი"