"პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად, სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, არ გამოუვიდა" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად, სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, არ გამოუვიდა"

მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძემ, უკრაინულ გამოცემა „გორდონთან" საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. მისივე თქმით, სააკაშვილის მომდევნო ქმედებები მიმართული იქნება „ეროვნული ცვლილებებისკენ“.

"მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალი დონის არაორდინალური პოლიტიკოსია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად, სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, ეს არ გამოუვიდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.