სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

როგორც ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. აღნიშნულის შესახებ რულოვსმა ცენტრალურ სარჩევნო კომისიას მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-ში განუცხადეს, რულოვსი დეპუტატობის შეჩერებას ითხოვს. სანდრა ელისაბედ რულოვსი "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის მეორე ნომერია.

"ინტერპრესნიუსი"