კლინტონი თუ ტრამპი?! - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს - კვირის პალიტრა

კლინტონი თუ ტრამპი?! - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევს. შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ჩატარებულ ბოლო კვლევებში დემოკრატების ლიდერი, ჰილარი კლინტონი სულ რამდენიმე პროცენტით უსწრებდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს.

აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

„დემოკრატების“ კანდიდატი ნიუ იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა საკუთარი არჩევანი ნიუ იორკში დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მივიდა. მის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უბანთან მიმავალი ქუჩა გადაიკეტა.

საკუთარი არჩევანი გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. დელავერის შტატში, მშობლიურ ქალაქ ვილმინგტონში, ჯო ბაიდენი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად მივიდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, „დღეს მშვენიერი დღეა ხმის მისაცემად“. „ცუდი ამბავი მაქვს - წასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბაიდენმა ბიულეტენის ჩაგდებამდე და იქვე დასძინა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ „აშშ-ში შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებასთან“ ბრძოლას გააგრძელებს.

ხმის მიცემის პროცედურის შედეგები ხვალ, თბილისის დროით დილის საათებში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: შედგება თუ არა ამერიკელი პროლეტარიატის "ამბოხი"? - ტრამპი თუ კლინტონი?!