აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

აშშ-ს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა.

როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

გამოცემა Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

დასავლური მედია უკვე წერს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.