"ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით" - სააკაშვილი ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს - კვირის პალიტრა

"ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით" - სააკაშვილი ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს

დასავლური მედიის ცნობით, "რესპუბლიკელების" ლიდერმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპს უკვე ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი პოლიტიკოსები.

ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი „ფეისბუქში“ ტრამპთან ერთად ბათუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ შედეგს წინასწარ ჭვრეტდა, უშუალოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს კი უწოდებს „ძლიერ პიროვნებას არაპროგნოზირებადი პოლიტიკით“.

"მას ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით" - წერს "ფეისბუკზე" სააკაშვილი.