გლდანში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

გლდანში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მანქანა - 2 ქვეითად მოსიარულეს.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 5 პირი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"