პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა

7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დატოვა და საზოგადოებას მომავალი გეგმებიც გააცნო. ის აპირებს აქტიურად ჩაებას უკრაინის პოლიტიკაში. სააკაშვილის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, „ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“.

პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც მოხსნა.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას დროებით მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს.

იხილეთ ასევე: პოროშენკოს ულტიმატუმი ოდესის ექსგუბერნატორს და მიშას "შავი ორშაბათი" - სააკაშვილი უკრაინაში რევოლუციას ამზადებს?

"ინტერპრესნიუსი"