80 წლის ბაბუა მოდელი გახდა და დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია
ეს ჩინელი ბაბუა მოდური ინდუსტრიის სტერეოტიპებს თითოეული ნაბიჯით ანგრევს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვანგ დეშუნი – 80 წლის მსახიობიდ ა აწ უკვე მოდელი – ჩინეთის მოდის კვირეულზე პირველად წარსდგა და ფურორი მოახდინა.
მოხდენილი სხეულისა და მომხიბვლელობის გამო მას ”ჩინეთის ყველაზე სექსუალური ბაბუა” უწოდეს.
”ბუნება თქვენს ასაკს განკარგავს, მაგრამ გონება მხოლოდ თქვენს ჰანკარგულებაშია”, – აცხადებს ვანგ დეშუნი.
თუმცა, საიდუმლო არამხოლოდ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაშია. ჩინელი ბაბუა ყოველდღიურად სპორტულ დარბაზში საათობით ვარჯიშობს ფორმის შესანარჩუნებლად.