"თუ ბუნებრივი მშობიარობა პრობლემა იყო, საკეისრო რატომ არ გაუკეთეს" - რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი - კვირის პალიტრა

"თუ ბუნებრივი მშობიარობა პრობლემა იყო, საკეისრო რატომ არ გაუკეთეს" - რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი

გურიაში ჩვილის გარდაცვალების გამო, ოჯახი ოზურგეთის ერთ-ერთი კლინიკის სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ოჯახის წევრების მტკიცებით, მორიგე ქირურგმა მათ დაუდასტურა, რომ ოპერაცია 10 წუთით ადრე რომ დაწყებულიყო, ბავშვი გადარჩებოდა.

ისინი სამედიცინო პერსონალის დაუდევრობაზე საუბრობენ და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

„კონსულტაციაზე აქ დადიოდა. უყურადღებოდ ერთი წუთით არ დაგვიტოვებია. ყველაფერი ექიმების დაუდევრობის ბრალია. მშობიარობამდე არავითარი პრობლემა ჰქონდა ბავშვს. თუ ბუნებრივი მშობიარობა პრობლემა იყო, თავის დროზე რატომ არ გაუკეთეს საკეისრო“, - განაცხადა ოჯახის წევრმა დავით ჟორჯოლიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"