"ტრუპი" ავიკიდეთო, - ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო" - კვირის პალიტრა

"ტრუპი" ავიკიდეთო, - ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო"

საზარელი მკვლელობა, რომელში ბრალდებულთაგან ერთს კანიბალიზმშიც ედება ბრალი, კვლავაც საზოგადოების დიდი ინტერესის საგანია.

19 ოქტომბერს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ქალიშვილმა და მისმა ორმა მეგობარმა მოკლეს.

მკვლელობაში ბრალდებულებია არიან: ირმა ყოჩიაშვილი, ბექა შენგელია და არასრულწლოვანი ნინა. ჩ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებია არიან: დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი.

სტატიას მომხდარზე აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლისანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელია დეტალურად ჰყვება, როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით როგორ გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში. გვიან ღამით ბრალდებულებმა ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას კი ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც ბექას დედა და ძმა ცხოვრობენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ შინ პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა.

ჩვენ შემზარავი დეტალების აღწერისგან თავს შევიკავებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებმა დაადასტურეს ბექა შენგელიას მხრიდან კანიბალიზმის ფაქტი.

ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაჰკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და ბექას დაკითხვის შემდეგ მათზე თვალთვალი და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რაც ჩაიდინეს…

...

ჩანაწერებით გაირკვა, ირმა ყოჩიაშვილი გეგმას აწყობს, რომ მომხდარი მამას დააბრალოს. შემდეგ კი, რაც ომარმა ეჭვი მასზე აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა.

...

ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დაიჭირეს, მაგრამ ამნისტიით წლები მოაკლდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული დათა კვარაცხელია და ბექა შენგელია მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან. დათა წალენჯიხის სოფელ ჯგალიდან არის.

ნანა შენგელია, დათა კვარაცხელიას დედა: "ბექა ჩემი ძმისშვილია. როცა ბექას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ბექა და მისი ძმა ჩემთან, წალენჯიხაში წავიყვანე. ბექა მეშვიდე კლასში იყო, დედამისი რომ გამოჩნდა და ბავშვები წაიყვანა. მას მერე მათთან კონტაქტი თითქმის არ გვქონია. ბიჭების მამა, ჩემი ძმა, წლებია საქართველოდან წასულია. 10 წელზე მეტია მასზე არაფერი ვიცი".

...

ქართლოს ვაშაკიძე, ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატი: "ციხიდან გამოსული ბექა ავთანდილმა პირველად კლასელების შეკრებაზე ნახა, შემდეგ შემთხვევით 27 ოქტომბერს შეხვდა რუსთაველის პროსპექტზე. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, "ტრუპი" ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს".

კიდევ ვის და რატომ ეძებს ამ დანაშაულის გამო პოლიცია და რას ყვებიან ბექა შენგელაის მეზობლები?

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: კანიბალიზმის საქმე