საქართველოში Aerosmith-ი ჩამოვა - კვირის პალიტრა

საქართველოში Aerosmith-ი ჩამოვა

საქართველოში მომავალ წელს ლეგენდარული ამერიკული ბენდი Aerosmith-ი კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჯგუფის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი 2017 წლის 20 მაისს, „ბლექსი არენაზე“ გაიმართება.

„აეროსმიტი“ საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნიუსი"