"მომხდარი ბინაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა" - თბილისში 10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს - კვირის პალიტრა

"მომხდარი ბინაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა" - თბილისში 10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

"დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.