ვაჭრობა ტელეფონით შედგა - რამდენ მილიონ დოლარად გაყიდა ივანიშვილმა ჰოლანდიელი ფერმწერის ტილო - კვირის პალიტრა

ვაჭრობა ტელეფონით შედგა - რამდენ მილიონ დოლარად გაყიდა ივანიშვილმა ჰოლანდიელი ფერმწერის ტილო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო ნიუ იორკის აუქციონზე 61 მილიონ დოლარად გაყიდა.

ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ის ინფორმაციით, ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა.

ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო.

აღნიშნულ თანხად დე კუნინგის ტილოს გაყიდვა რეკორდია. მანამდე რეკორდი ჰოლანდიელი მხატვრის 1955 წელს შესრულებულ Interchange-ს ეკუთვნოდა, რომელიც გასული წლის სექტემბერში თითქმის 279 მილიონ ევროდ გაიყიდა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნიუსი"