20 ნოემბერს “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი 09:30 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს - კვირის პალიტრა

20 ნოემბერს “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი 09:30 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს

20 ნოემბერს ,“თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი 09:30 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ “თეგეტა მოტორსის” პრესსამსახურიდან გვაცნობეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცენტრალური ფილიალი 20 ნოემბერს გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე იმუშავებს.

”კვირას, 20 ნოემბერს, “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5) გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია „თეგეტა მოტორსის“ საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მომხმარებლის თხოვნით იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე. თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ “თეგეტა მოტორსის” სწრაფი სერვისებით: საბურავების მონტაჟი - ბალანსირება, აკუმულატორების შემოწმება - შეცვლა, ძრავის ფილტრებისა და ზეთის შეცვლა, ხუნდების შეცვლა, ანტიფრიზის შემოწმება და შეცვლა.

წინასწარი რეზერვაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თეგეტა მოროსის“ ცხელ ხაზს: 226 44 44. ასევე თქვენ ყოველი დახარჯული თანხიდან დაიბრუნებთ 10%-მდე გარანტირებული თანხა, რომელიც ქულების სახით დაგერიცხებათ „თეგეტა ქარდზე.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით“, - ნათქვამია ”თეგეტა მოტორსის” სპეციალურ განცხადებაში.