"დედ-მამას ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი გაქცევა სცადა" - კვირის პალიტრა

"დედ-მამას ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი გაქცევა სცადა"

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლებს თავები მოკვეთა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სოფელ ლიას რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

„ეს მამაკაცი ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. ბავშვობიდან პრობლემები აქვს. დღეს დილით მშობლებს ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი გაქცევა სცადა, მოგვიანებით კი თვითდაზიანებები მიიყენა“, - განაცხადა კვირკველიამ.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"