"თავიდ­ანვე სააკაშვილის მოწინააღმდეგე­ები ბაქრაძე და ბოკერია იყვნენ" - სააკაშვი­ლის გარიყვით "ნაცმოძრაობა" დამფინანსებლ­ის გარეშე დარჩება? - კვირის პალიტრა

"თავიდ­ანვე სააკაშვილის მოწინააღმდეგე­ები ბაქრაძე და ბოკერია იყვნენ" - სააკაშვი­ლის გარიყვით "ნაცმოძრაობა" დამფინანსებლ­ის გარეშე დარჩება?

"დღეს სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია"

მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის - ექსპრეზიდენტი მათ "თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებს" თუ "სვეცკებს" უწოდებს და ეპითეტები არც ყოფილი თანაგუნდელებისთვის ენანება. სააკაშვილის თქმით, "გირჩი" და გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ისედაც შესუსტებული ბერკეტების შენარჩუნებას, "კვირის პალიტრასთან" "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს, გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს:

- თუ იმ გუნდის გაძლიერების წინააღმდეგი იყავით, ვისაც დღეს თავად სააკაშვილიც ებრძვის, რატომ გიპირისპირდებათ თქვენ და "გირჩს" და ივანიშვილის პროექტს გიწოდებთ?

- გადამწყვეტ მომენტში ის ყოველთვის უკან იხევდა, არადა, ვუხსნიდი, რომ პროცესები სწორედ იმ სცენარით განვითარდებოდა პარტიაში, რისი მომსწრეც დღეს ვართ. ბოლო შეხვედრაზეც ვცდილობდი დამერწმუნებინა, თუ ზომებს არ მიიღებდა, თავისივე გუნდი პარტიიდან მის გარიყვას შეეცდებოდა, ამას თავადაც გრძნობდა და ბოკერიას გამყიდველს ეძახდა - ასეც მოხდა. დღეს სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია. თავიდანვე მისი მოწინააღმდეგეები ბაქრაძე და ბოკერია იყვნენ, თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა და რეორგანიზაციაც უნდა გამოგვეცხადებინა, სოლიდარობას მაინც ბოკერია-ბაქრაძეს უცხადებდა... მინდოდა, გამარჯვებამდე ერთად მივსულიყავით, მაგრამ როცა მივხვდი, განახლების სურვილი არავის ჰქონდა და ყველა მხოლოდ გავლენის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ფიქრობდა, წამოვედი.

- არაერთხელ ითქვა, რომ პარტიის მთავარი ფინანსური წყარო სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან. სააკაშვილის გარიყვით დამფინანსებლის გარეშე ხომ არ დარჩებიან?

- დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილისა და ბოკერიას პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა... ასეთი ბიზნესმენები მხარს ყოველთვის ისეთ ლიდერებს უჭერენ, რომლებიც გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან, სააკაშვილი კი მარტივად სამართავი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "დავით ბაქრაძის "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევა კატასტროფა იქნება"