თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მშენებარე კორპუსის მუშებმა ორმოში აღმოაჩინეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.