სანდრა რულოვსმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართა - კვირის პალიტრა

სანდრა რულოვსმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართა

პარლამენტს სანდრა რულოვსის მიმართვა წარედგინა, რომლითაც ის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

საკითხის განხილვა პარლამენტის ბიურომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, რულოვსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კომიტეტი 1 კვირის ვადაში განიხილავს და საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.

ამასთან, პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა გიორგი კვირიკაშვილის ანალოგიური განცხადება, რომელსაც ამ დრომდე პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებაც გააჩნია და პრემიერ-მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს. როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუმარტა, როგორც კი პარლამენტს წარედგინება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ნდობის მისაღებად, კანონმდებლები პარალელურად კვირიკაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებენ.