ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს - კვირის პალიტრა

ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს.

როგორც ბაგრატიონის ქუჩა # 5-ში მცხოვრებლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა და შემდეგ მეეზოვეებს დაუძახა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ისინი გარდაცვლილ მამაკაცს არ იცნობენ.

ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"