მღებრიშვილი: "გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს" - კვირის პალიტრა

მღებრიშვილი: "გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს"

გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩაში ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს. როგორც პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მღებრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი მიმართვა ინტერპოლში უკვე გაგზავნილია. მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ეს ტერიტორია რომ უკონტროლოა, ახალი არ არის თქვენთვის. მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროცედურები და შედეგებს დაველოდოთ”, - მიმართა მღებრიშვილმა დეპუტატებს.

"ინტერპრესნიუსი"