მძღოლებო, იყავით ფრთხილად! - თოვლს მოყოლილი პრობლემები საქართველოს გზებზე (ექსკლუზიური ფოტოები) - კვირის პალიტრა

მძღოლებო, იყავით ფრთხილად! - თოვლს მოყოლილი პრობლემები საქართველოს გზებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია დაწესებული. თოვლის შედეგად, თბილისი - ქუთაისის ავტომაგისტრალზე, უკვე დაფიქსირდა მოცურებისა და ავარიის რამდენიმე შემთხვევა, რის შედეგადაც ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა კი, "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე (სოფ. ნახშირღელე) გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის მიზეზი სამუშაო სამუშაოების წარმოებაა, რომელიც 27 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე გაგრძელდება.სატრანსპორტო ნაკადი გადართული იქნება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.

გიორგი მოსაშვილი