„ვეფხისტყაოსანი“ პანტომიმაში - კვირის პალიტრა

„ვეფხისტყაოსანი“ პანტომიმაში

პირველად საქართველოში 2016 წლის 26 ნოემბერს პანტომიმას სახელმწიფო თეატრი „ვეფხისტყაოსანს“ სცენაზე წარმოგიდგენთ. დიდმა მაესტრომ, ამირან შალიკაშვილმა თავისი პრემიერა პოემის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა და ყველაზე რთულ გამოწვევას მოჰკიდა ხელი.

პრემიერაზე პანტომიმის თეატრში რუსუდან ფეტვიაშვილის „ვეფხისტყასტაოსნის“ ილუსტრიაციები გამოიფინება, რომელიც პარიზში გამოიცა 1991წ.

„ვეფხისტყაოსანი“, სიყვარულისა და მეგობრობის უკვდავი საგა სცენაზე უსიტყვოდ და, ამავდროულად, სიტყვებით გაცოცხლდება. ტექსტი, როგორც მუსიკა გაჰყვება დიდი მაეტსროს შემოქმედებას, რომელსაც თვითონ წაიკითხავს. მაესტროსათვის თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, პოემა ყველაზე დიდი შთაგონების მომცემი გახდა.

„ვეფხისტყაოსნის“ ვიზუალიზაციას დიდი ხანია ელის ქართველი მაყურებელი.

სპექტაკლი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ასევე პრემიერის მხარდამჭერები არიან, სარეკლამო კომპანია Outdoor.ge, კომპანია სარაჯიშვილი,“ „შუმბა ლენდი“ , კულტურის პალატა, ონლაინ საიტები,www.tkt.ge, biletebi.ge და მსოფლიო მიმების ორგანიზაცია.