მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა - რა მოხდა კახეთში - კვირის პალიტრა

მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა - რა მოხდა კახეთში

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.