თბილისში ბებია და შვილიშვილი გაზის გაჟონვით გარდაიცვალნენ - კვირის პალიტრა

თბილისში ბებია და შვილიშვილი გაზის გაჟონვით გარდაიცვალნენ

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. საქმესთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"