როგორ გავიადვილოთ ინგლისური ენის შესწავლა. - კვირის პალიტრა

როგორ გავიადვილოთ ინგლისური ენის შესწავლა.

2006 წელს, უცხო ენების სასწავლო ცენტრი - ”კემბრიჯ ცენტრი” დაფუძნდა, რომელმაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაერთი თაობა წარმატებით გამოზარდა - საერთაშორისო სტანდარტებით სწავლების მეთოდი, გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა და თავისუფალ მეტყველებაზე ორიენტირება, ასევე, კემბრიჯის უახლესი სახელმძღვანელოები, აუდიო-ვიდეო-ფილმების ჩანართები და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები - სწორედ ის ფაქტორებია, რაც”კემბრიჯ ცენტრის” მრავალწლიან და სტაბილურ წარმატებას განაპირობებს.

სწორედ მსგავსი მაღალი საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო ცენტრი სწავლებისას პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ სახელმძღვანელოებს, რაც სტუდენტს კითხვისას უცხო ენის სწავლების დონის გამყარებასთან ერთად, სიამოვნებასაც  მიანიჭებს და ლექსიკონისა თუ სხვა დამხმარე საშუალებებში საჭირო სიტყვის თარგმანის თვალსაზრისით ნაკლებ დროს წაართმევს. ასეთი კი, როგორც ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას ”კემბრიჯ ცენტრის” მენეჯერმა მაგდა გველესიანმა აღნიშნა, ”პალიტრა L”-ის მიერ გამოცემული ორენოვანი წიგნების სერიაა.

მაგდა გველესიანი, ”კემბრიჯ ცენტრი”-ს მენეჯერი: ჩვენი სასწავლო ცენტრის მსმენელები იმდენად მონდომებულები და მობილიზებულები არიან, სწავლების პროცესში საინტერესო სიახლის შეთავაზება მუდმივად სჭირდებათ. ბუნებრივია, ჩვენც უცხო ენის სწავლისას თანამედროვე მეთოდებს მაქსიმალურად ვაცნობთ და ენის ბარიერის გადალახვაში მინიმალურ დროში ვეხმარებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსმენელებს ენის სწავლებისას სწორი ლიტერატურა ვურჩიოთ. ”პალიტრა L”-ის მიერ გამოცემული ორენოვანი 12-ტომეული იდეალური შესაძლებლობაა სასარგებლო სასიამოვნოსთან შევათავსოთ - მკითხველები მსოფლიო კლასიკად ქცეულ ლიტერატურას ორიგინალში კითხულობენ და თუ ტექსტში მათთვის უცნობ სიტყვას აღმოაჩენენ, ლექსიკონის ქექვაში დრო არ დახარჯონ და თარგმანი იქვე, ინგლისური ტექსტის პარალელურად ამოიკითხონ. რაც მთავარია, მათ შესაძლებლობა აქვთ ტექსტის აუდიო ჩანაწერიც მოისმინონ და შესაბამისად, ინგლისურად მეტყველებაც საფუძვლიანად დახვეწონ. ეს კომფორტულია იმ მხრივაც, რომ ტექსტის მოსმენა ტრანსპორტში, ქუჩასა თუ თავისუფალ დროს ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ. ”კემბრიჯ ცენტრი” სწავლებისას ”პალიტრა L”-ის წიგნებს მაქსიმალურად ჩართავს.

იმის გასარკვევად, თუ მართლაც რამდენად საინტერესოა თავად ”კემბრიჯ ცენტრის” სტუდენტებისთვის ორენოვანი წიგნი და როგორც მაგდა გველესიანი აღნიშნავს, მართლაც დაეხმარებათ თუ არა 12-ტომეული მათ სწავლის პროცესში, "პალიტრა L"-მა მათი მოსაზრებების მოსასმენად ერთგვარი ტესტირებაც მოაწყო. სასწავლო ცენტრის სტუდენტები ინგლისურად და ქართულად გაეცნენ ჩარლზ დიკენსის "აჩრდილებიან სახლს", ართურ კონან დოილის უკვდავ რომანს "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს" და სხვა, რის შემდეგაც სპეციალური კოდის დახმარებით ამ ნაწარმოებების აუდიოვერსიასაც მოუსმინეს. წიგნის გატესტვის პროცესს "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებთან ერთად, ”კემბრიჯ ცენტრის” მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. პროცესის დასრულების შემდეგ როგორც მსმენელები, ასევე მასწავლებლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ორენოვანი წიგნი ინგლისური სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება.

თეონა ჩივაძე, სტუდენტი: ჯერჯერობით, ინგლისური ენის ცოდნის დაბალ საფეხურზე ვარ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა რაც შეიძლება სწრაფად ავამაღლო. ”პალიტრა L”-ის მიერ შემოთავაზებული წიგნები კი, დარწმუნებული ვარ, სწავლას გამიადვილებს - თან მსოფლიო კლასიკას ორიგინალში გავეცნობი და ამასთან, ქართულად გამართულ თარგმანსაც წავიკითხავ. მსგავსი შესაძლებლობა სტუდენტებს აქამდე ნამდვილად არ გვქონდა - ინგლისური წიგნები მრავლად იყიდება, თუმცა როგორც წესი მათი უმრავლესობა ადაპტირებულია ან პარალელურად, ბევრ დამხმარე საშუალებას, მათ შორის, ლექსიკონს საჭიროებს. ამიტომ ორენოვანი 12-ტომეული დღეიდან ჩემი სწავლების პროცესში განუყოფელი მეგზური იქნება.

P.S. სერიის პირველი წიგნი 28 ნოემბერს უკვე გამოვიდა. თვეში ერთხელ მკითხველი მის ყიდვას გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძებს.

რუსუდან შელია