ევროკავშირის საბჭო: "საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეცემა" - კვირის პალიტრა

ევროკავშირის საბჭო: "საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეცემა"

13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

დღეს კი ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად“, - განმარტებულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"