სპეცოპერაცია უკრაინაში ქართველების დასაკავებლად - ძარცვის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია უკრაინაში ქართველების დასაკავებლად - ძარცვის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

უკრაინის ხერსონის ოლქში სამართალდამცველებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბინის ძარცვათა სერიაში არიან ეჭვმიტანილი.

სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, რომელიც ავტომანქანით მიმალვას აპირებდა. მათ ნაძარცვი თანხა და ძვირფასეულობა თან ჰქონდათ.

ეჭვმიტანილების ასაკი 25-დან 30 წლამდეა. ისინი ხერსონაში დეკემბრის დასაწყისში ჩავიდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ოთხივე მათგანი იმ დროს დააკავეს, როდესაც მორიგი ძარცვა განახორციელეს და ავტომანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ.

პოლიციის ცნობით, აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ბინებს ძარცვავდა.

"ინტერპრესნიუსი"