ბორჯომში პოლიციელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

ბორჯომში პოლიციელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც მეზობლები ყვებიან, 2013 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ისევ აღადგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში პოლიციელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"