ვაკეში სასულიერო პირს ესროლეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

ვაკეში სასულიერო პირს ესროლეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

24 დეკემბერს, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მამა გიორგი (ერისკაცობაში ომარი) ცნობილაძეს ვაკეში,  წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. აღნიშნული დაადასტურა მამა შალვა კეკელიამ.

წყნეთის ქუჩაზე ადამიანის დაჭრის ფაქტი დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ვაკეში დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათი ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მას ქვედა კიდურებზე აქვს ჭრილობა მიყენებული. ბოლო ინფრმაციით კი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადეს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრესსამსახურში.