ორთაჭალაში მტკვრიდან ცოლ-ქმრის ცხედარი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

ორთაჭალაში მტკვრიდან ცოლ-ქმრის ცხედარი ამოიყვანეს

ორთაჭალაში, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანის მგზავრები მდინარიდან რამდენიმე საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 40-45 წლის ასაკის ცოლ-ქმარი არიან.

"მანქანაში იმყოფებოდა ორი პიროვნება. წყალქვეშა სამუშაოების შედეგად მოხერხდა გარდაცვლილი მამაკაცის ამოყვანა, მეორე ეტაპზე სპეციალური ტექნიკის - ამწეს გამოყენებით კი ამოყვანილ იქნა მსუბუქ ავტომობილში მყოფი მეორე პირიც, რომელიც ქალბატონი იყო. კვლევა დაადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს", - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.

გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, volkswagen-ის მარკის ავტომობილი მდინარეში, მოცურების შედეგად გადავარდა.

ადგილზე მყვინთავებთან ერთად, მობილიზებული იყო რამდენიმე სამაშველო ჯგუფი.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"